"ბარსელონაში" იმედი აქვთ, რომ ფაბრეგასი ერთერთი იმათგანი გახდება, ვინც გუნდს ამ ზაფხულს გააძლიერებს და შესაბამისად, მიზნის მისაღწევად მაქსიმუმის გაკეთებას ლამობენ. როგორც ჩანს, კატალონიელებს გულის სიღრმეში სწამთ, რომ "მეთოფეები" დათმობაზე მაინც წავლენ და ფაბრეგასის ფასს, რომელიც 40 მილიონი ევროთი განისაზღვრა, დააკლებენ.
ამასობაში ფაბრეგასის აგენტმა დარენ დეინმა თავისი კლიენტის გამონათქვამი გაახმიანა და აღნიშნა, რომ სესკის ოცნება ყოველთვის "ბარსაში" თამაში იყო.