კატალონიელები სესკ ფაბრეგასზე მოსალაპარაკებლად ლონდონში მიდიან

AutoSharing Option
კატალონიური კლუბის წარმომადგენლები მომავალ კვირაში ლონდონში გამგზავრებას გეგმავენ, რათა "არსენალის" წარმომადგენლებთან, რომელთა შორის არსენ ვენგერიც იქნება, სესკ ფაბრეგასის ტრანსფერის შესახებ მოითათბირონ.

"ბარსელონაში" იმედი აქვთ, რომ ფაბრეგასი ერთერთი იმათგანი გახდება, ვინც გუნდს ამ ზაფხულს გააძლიერებს და შესაბამისად, მიზნის მისაღწევად მაქსიმუმის გაკეთებას ლამობენ. როგორც ჩანს, კატალონიელებს გულის სიღრმეში სწამთ, რომ "მეთოფეები" დათმობაზე მაინც წავლენ და ფაბრეგასის ფასს, რომელიც 40 მილიონი ევროთი განისაზღვრა, დააკლებენ.

ამასობაში ფაბრეგასის აგენტმა დარენ დეინმა თავისი კლიენტის გამონათქვამი გაახმიანა და აღნიშნა, რომ სესკის ოცნება ყოველთვის "ბარსაში" თამაში იყო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული