"გრანადა" გრანდებში

AutoSharing Option
35-წლიანი პაუზის შემდეგ "გრანადა" პრიმერადივიზიონშია. ანდალუსიურმა კლუბმა ლა ლიგის მომავალი გათამაშების ბოლო ვაკანტური საგზური მოიპოვა პლეი ოფის ფინალში "ელჩეს" ძლევით.

საპასუხო მატჩი ვალენსიის მხარეში 1:1 დასრულდა და სწორედ სტუმრად გატანილმა ბურთმა "გრანადა" დააწინაურა. "ოქროს გოლი" 28-ე წუთზე ახალგაზრდა ნიგერიელმა ფორვარდმა ოდიონ იგჰალომ გაიტანა, რომელიც "უდინეზეს" საკუთრებაა და ესპანეთში იჯარის წესით თამაშობს. "გრანადას" ფაბრი გონსალესი წვრთნის, გუნდმა სეგუნდადივიზიონში მე-5 ადგილი დაიკავა.

"გრანადა" 1931 წელს დაარსდა, თამაშობს "ესტადიო ნუევო ლოს კარმენესზე" (16,5 ათასი მაყურებელი). ლა ლიგაში ორჯერ "გრანა" მე-6 ადგილზე გავიდა (1972,
1974), ხოლო 1959 წელს გუნდმა "სამეფო თასის" ფინალში ითამაშა. ამრიგად, მომავალ პრიმერაში 4-4 კლუბი ეყოლებათ მადრიდსა და ანდალუსიას, 3-3 ვალენსიას და ბასკებს (ბასკთა ქვეყანა, ნავარა), ორი კლუბი კატალონიურია, ასტურიას, კანტაბრიას, არაგონსა და ბალეარებს - თითო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული