"ბარსელონა" ალექსის სანჩესში 54 მილიონს იხდის

AutoSharing Option
"ბარსელონასა" და "უდინეზეს" შორის გაჩაღებულმა მოლაპარაკებებმა შედეგი გამოიღო, იტალიელებმა ჩილელი ნახევარცველის ალექსის სანჩესის 54 მილიონ დოლარად დათმობაზე თანხმობა განაცხადეს.

როგორც ფეხბურთელის აგენტი ფერნანდო ფელისევიჩი იტყობინება, წინასწარი შეთანხმების თანახმად, კატალონელებ სანჩესთან ოთხწლიანი კონტრაქტს გააფორმებენ.

22 წლის სანჩესს ახლა ბარსელონაში სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება მოუწევს და შემდეგ ტრანსფერსაც გააფორმებს. ამ ამბავს გაგებით მოეკიდა ჩილეს ნაკრების თავკაცი კლაუდიო ბორგი, რომელმაც ფეხბურთელს პარაგვაის ნაკრებთან ამხანაგური მატჩის გაცდენის ნება დართო.

სანჩესი "უდინეზეში" 2006 წელს ჩილური "კარბელოადან" 2,8 მილიონ დოლარად გადაბარგდა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბარემ ლარის კურსით დაგეწერათ :)) ეს 59 მილ დოლარი რაარი? ორივე ქვეყანაში ევროა და რავი აბა
dito
18:16 20-06-2011
0
მართალი ხარ ორივე ქვეყანაში ევროა მაგრამ საქართველოში ხომ დოლარში ანგარიშობენ, ევრო რომ დაწერონ, მაშინ იქვე დოლარის კურსის მიწერაც საჭირო იქნება :)))
ბექა კვანტალიანი
22:08 20-06-2011
0

სიახლეები პოპულარული