კრიშტიანო რონალდო: შემდეგ სეზონში "ბარსელონას" მიწაზე დავცემთ

AutoSharing Option
"რეალის" პორტუგალიელი ვარსკლავი კრიშტიანო რონალდო მიიჩნევს, რომ მისი გუნდი მომავალ სეზონში "ბარსელონას" დამარცხებას შეძლებს. გასულ სეზონში მადრიდელებმა კატალონიელებს მხოლოდ ესპანეთის თასზე აჯობეს.

"შემდეგ სეზონში ჩვენ გაცილებით ძლიერები ვიქნებით. დარწმუნებული ვარ, რომ "ბარსელონას" დასამარცხებლად ყველაფერი გვაქვს. კატალონიელებს ციდან მიწაზე დავცემთ.

რაც შეეხება ჩვენს ახალწვეულს შაჰინს, მას ჯერჯერობით კარგად არ ვიცნობ. ბუნდესლიგაში მისი მონაწილეობით რამდენიმე თამაში მაქვს ნანახი. შევეცდები მას ახალ გუნდთან რაც შეიძლება სწრაფად შეწყობაში დავეხმარო".

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული