სანდრო როსელი: ფაბრეგასში 40 მილიონ ევროზე ნაკლებს გადავიხდით

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტმა სანდრო როსელმა კიდევ ერთხელ დააადასტურა, რომ კატალონიური კლუბი "არსენალის" ნახევარმცველის სესკ ფაბრეგასის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროზე მეტის გადახდას არ აპირებს.

"სესკი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ "ბარსელონაში" გადმოვიდეს. გვარდიოლამ იცის, რა ღირს ფეხბურთელები, სესკის ფასი კი 40 მილიონ ევროზე ნაკლებია.

"ბარსელონა" ლონდონელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მილიონზე ნაკლებს შესთავაზებს. თუ "არსენალი" არ დათანხმდება, ტრანსფერიც არ შედგება. პეპმა იცის, რომ ამდენად მდიდარი კლუბი არ ვართ.

რაც შეეხება ალექსის სანჩესს, ჯერჯერობით არ შეიძლება ითქვას, რომ მისი შეძენა გადაწყვეტილია", - განაცხადა როსელმა.

მომზადებულია
sports.ru-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული