გენიოსები ციფრებში

AutoSharing Option
და მაინც, რის ხარჯზე მიაღწია წარმატებას "ბარსელონამ", რომელსაც ბოლო სეზონში ჟოზე მოურინიოს "რეალის" სახით მოძლიერებული კონკურენტი ჰყავდა?

ხოსეპ გვარდიოლას ბიჭები აგერ უკვე სამი სეზონია, მუდმივ პროგრესში არიან, ახალ და ახალ სიმაღლეებს იპყრობენ. ამიტომაც, "რეალს" გაძლიერებამ ვერ უშველა, რადგან თავად "ბარსამაც" მოუმატა. ეს ყველაფერი კი ძალიან კარგად გამოჩნდება, თუკი, ჩვენი აზრით, ძალზე საინტრესო სტატისტიკურ ცხრილებს ჩაუსხდებით.

მოკლედ, შესავალი რომ არ გაგვიგრძელდეს (აბა "ბარსაზე" ახალს რას ვიტყვით), პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ...

გოლები და საგოლე პასები
ლიონელ მესი "ბარსელონას" ბომბარდირია, მან ლა ლიგაში 31
გოლი გაიატანა და ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში ამ მაჩვენებლით საუკეთესო იქნებოდა, მაგრამ არგენტინელი ესპანეთში ბომბარდირი ვერ გახდა - კრიშტიანო რონალდომ სეზონის ბოლოს თავი გაიგიჟა და ისტორიული რეკორდი დაამხო - 40 გოლი გაიტანა!

თუკი გოლებში ერთ კონკურენტს მაინც ჩამორჩა, საგოლე პასებში მესის ბადალი მთელ ლა ლიგაში არ ჰყავდა და, ბუნებრივია, არც - "ბარსელონაში". ქვემოთ ცხრილში იმასაც ნახავთ, თუ ვინ იყვნენ საგოლე პასების ადრესატები. ეს სტატისტიკა საკმაოდ საინტერესო დაკვირვების საშუალებას იძლევა - მაგალითად, რომელ ფეხბურთელს ვისთან უფრო გამოსდის თამაში.

გოლები: მესი (31), ვილია (18), პედრო (13), ინიესტა (8), კრკიჩი (6), პიკე, ჩავი, კეიტა (3), ტ. ალკანტარა, დ. ალვეში (2), ხეფრენი, ბარტრა, პუიოლი, აფელაი, ბუსკეტსი (1); აკასიეტე (ალმერია) - 1 ს. კ.

საგოლე პასები
ფეხბ. პასი ვის
მესი 18 8 ვილია, 4 პედრო, 3 კრკიჩი, 2 ალკანტარა, 1 პიკე
ალვეში 15 6 მესი, 3 ვილია, 2 პედრო, 1 ჩავი, ინიესტა, ბარტრა, კრკიჩი
პედრო 7 3 მესი, 2 ინიესტა, 1 ვილია, ბუსკეტსი
ჩავი 7 2 ვილია, 1 კეიტა, ინიესტა, პიკე, პუიოლი, პედრო
ვილია 5 4 მესი, 1 კეიტა
ინიესტა 3 1 ვილია, ჩავი, მესი
ბუსკეტსი 3 2 ვილია, პიკე
მაქსველი 2 1 აკასიეტე (ს. კ.), ჩავი
კრკიჩი 2 1 ხეფრენი, მესი
კეიტა 2 1 მესი, პედრო
ხეფრენი 1 1 ვილია
ს. რობერტო 1 1 აფელაი
პიკე 1 1 ინიესტა
ადრიანო 1 1 მესი
ფონტასი 1 1 პედრო


დაცვას მიხედეს, თან როგორ!
"ბარსელონას" მთელს სეზონში 21 გოლი გაუტანეს. ეს 19-მა ფეხბურთელმა მოახერხა და მხოლოდ ორმა შეძლო 1-ზე მეტი გოლის გატანა კატალონიელთა კარში.

სეზონის დასაწყისში პარაგვაელმა ნელსონ ვალდესმა ნამდვილი ფურორი მოახდინა, როცა "კამპ ნოუზე" დუბლი შეასრულა და "ერკულესს" სენსაციურად მოაგებინა. 2 გოლი გაუტანა "ბარსას" "ხეტაფეს" კაპიტანმა (ახლა კი "სევილიას" ახალწვეულმა) მანუ დელ მორალმაც, თუმცა ერთი მან პენალტის ნიშნულიდან შეაგდო. 21-დან 11 გოლი ესპანელების ანგარიშზეა, 3 ურუგვაელების (სტუანი, სება ფერნანდესი, იფრანი). 2-2 პარაგვაელებისა (ვალდესი) და პორტუგალიელების (რონალდო, დუდა) ანგარიშზეა, თითო ბრაზილიელის (ნილმარი), ეკვადორელისა (კაისედო) და იტალიელის (ოსვალდო) ანგარიშზეა.

პეპის არმია და რეზერვი
ხოსეპ გვარდიოლამ სეზონში 28 ფეხბურთელი გამოიყენა, კიდევ 4 ერთხელ მაინც მოხვდა განაცხადში თუმცა არც ერთხელ არ უთამაშია (მინიო, ოლასაბალი, ვასკესი, დეულოფეუ).

ჩემპიონატში ყველაზე მეტი დრო მოედანზე დანი ალვეშმა გაატარა - 2 900 წუთი. 28 წლის ბრაზილიელს სულ ცოტათი ჩამორჩა ვიქტორ ვალდესი - 2 880 წუთი. მესამე ადგილზე ლეო მესია - 2 859 წუთი. ყველაზე ცოტა ითამაშა 19 წლის ორიოლ რომეუმ - 8 წუთი. მასზე ოდნავ მეტი მოუწიათ თამაში ნოლიტოს (14 წთ) და მარტინ მონტოიას (19 წთ).

სასტარტო შემადგენლობაში ყველაზე მეტჯერ, 32-32-ჯერ მოხვდნენ დავიდ ვილია, ანდრეს ინიესტა და ვიქტორ ვალდესი. მხოლოდ ორი ფეხბურთელია, რომელსაც თამაში კი მოუწია, მაგრამ სასტარტოში - არა (ნოლიტო და ორიოლ რომეუ).

ყველაზე მეტჯერ ტყუილუბრალოდ იჯდა სათადარიგოთა სკამზე მეკარე ხოსე პინტო - 31-ჯერ მისი თამაშში ჩართვა პეპს არ დასჭირვებია. 23-ჯერ იყო სათადარიგო და მოედანზე 18-ჯერ შევიდა ბოიან კრკიჩი. სეიდუ კეიტას შემთხვევა უფრო შთამბეჭდავია - 23-დან 20 შემთხვევაში ის თამაშში ჩაერთო. ხავიერ მასკერანოს, რამდენჯერაც იჯდა სათადარიგოთა სკამზე (18), იმდენჯერ მოუწია მოედანზე გასვლა. მაშინ, როცა ადრიანო კორეიას 21-დან 4-ჯერ მისცეს თამაშის შანსი.

მეკარეები: ვალდესი (32 თ), პინტო (6).
მცველები: დ. ალვეში (35), პიკე (31), აბიდალი (26), მაქსველი (25), პუიოლი (17), ადრიანო (15), მილიტო (10), ფონტასი (6), ბარტრა (2), მონტოია (2).
ნახევარმცველები: კეიტა (35), ინიესტა (34), ჩავი (31), ბუსკეტსი (28), მასკერანო (27), აფელაი (16), ტ. ალკანტარა (12), ჯონათანი (2), რომეუ (1), ს. რობერტო (1).
თავდამსხმელები: ვილია (34), მესი (33), პედრო (33), კრკიჩი (27), ხეფრენი (8), ნოლიტო (2).

სასტარტო 11 (ოპტიმალური): ვალდესი - დ. ალვეში, პიკე, პუიოლი, აბიდალი - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - პედრო, მესი, ვილია.

სასტარტო 11 (სტატისტიკით): ვალდესი - დ. ალვეში, პიკე, აბიდალი, მაქსველი - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - პედრო, მესი, ვილია.

ყველაზე მეტჯერ შეცვლაზე
ფეხბ. მატჩი საშ.
1. კეიტა 20 14 წთ.
2. კრკიჩი 18 17
3. პედრო 9 30
4. მასკერანო 9 14
5. აფელაი 9 9

ყველაზე მეტჯერ შეცვალეს
1. პედრო 19 75
2. ვილია 16 78
3. ჩავი 14 75
4. ინიესტა 13 80
5. ადრიანო 7 70

ტოპ-10 "დონ ბალონის" შეფასებებით
მესი 7,33
ინიესტა 6,97
ჩავი 6,71
ვალდესი 6,63
ალვეში 6,60
ვილია 6,53
პიკე 6,29
ბუსკეტსი 6,18
პედრო 5,97
აბიდალი 5,96

ტრავმები და ყვითლები
სეზონში სულ ორჯერ გააძევეს "ბარსას" ფეხბურთელი - სექტემბერში ვილია "ბილბაოსთან" შეხვედრაში გააძევეს, ხოლო ნოემბერში "ხეტაფესთან" მატჩში ჟერარდ პიკემ მიიღო წითელი ბარათი. ვილიამ პირდაპირი წითელი ბარათი მიიღო, პიკემ კი ორი ყვითელი. საერთოდ კი "ბარსელონას" ყველაზე უდისციპლინო ფეხბურთელი ამ სეზონში პიკე იყო.

უდისციპლინოები
ფეხბ. ყვ. ბარ. წით. ბარ
პიკე 10 1
ალვეში 10
ჩავი 6
მასკერანო 6
ვალდესი 6
ბუსკეტსი 4
ვილია 3 1
კეიტა 3
ადრიანო 3
პუიოლი 3
აბიდალი 3
მესი 3
სხვები: 2 და ნაკლები გაფრთხილება.

"ბარსელონას" კარში 5 პენალტი დაინიშნა. ვერ გაიტანა მხოლოდ სანტანდერელმა მომო ტჩიტემ. დელ მორალმა (ხეტაფე), ირაოლამ (ბილბაო), რონალდომ (რეალი) და ჩაბი პრიეტომ (რეალ სოსიედადი) კი შეაგდეს. "ბარსელონას" სასარგებლოდ დაინიშნა 5 პენალტი. აქედან 4 ლეო მესიმ გაიტანა, 1 - ბოიან კრკიჩმა.

ხანგრძლივი ტრავმები
დღე როდიდან როდემდე შენიშვნა
48 აბიდალი 15 მარტი 2 მაისი ღვიძლის სიმსივნის ოპერაცია
45 პუიოლი 23 იანვარი 9 მარტი მუხლის ტრავმა
45 მონტოია 1 მაისი 15 ივნისი ლავიწის ძვალის მოტეხილობა
42 კრკიჩი 9 აპრილი 21 მაისი მუხლის ჯვარედინი იოგების ნაწილობრივი დაზიანება
40 ადრიანო 21 აპრილი 31 მაისი ფეხის ტრავმა

გაცდენა ტრავმების გამო (ჯამში)
დღე ფეხბურთელი
72 კრკიჩი
64 მილიტო
56 პუიოლი
48 აბიდალი
45 მონტოია

თარიღი მეტოქე ანგ. სქემა კარისკენ კარში ჯარ. კუთხ. ოფს. % მაყ.
შინ
11 სექტ. ერკულესი 0-2 4-2-1-3 16 9 7 13 5 76 62 000
22 სპორტინგი 1-0 4-3-3 16 6 14 8 3 80 66 947
03 ოქტ. მალიორკა 1-1 4-3-3 26 10 7 13 3 72 79 085
16 ვალენსია 2-1 4-3-3 12 9 9 8 9 54 85 000
30 სევილია 5-0 4-3-3 16 9 13 11 6 73 81 020
13 ნოემბ. ვილიარეალი 3-1 4-1-2-3 14 5 22 4 5 65 90 000
29 რეალი 5-0 4-3-3 14 7 11 4 5 63 97 000
12 დეკ. სოსიედადი 5-0 4-3-3 21 9 9 11 2 78 74 931
02 იანვ. 2011 ლევანტე 2-1 4-3-3 21 8 15 10 4 80 71 681
16 მალაგა 4-1 4-3-3 12 9 12 8 6 72 71 576
22 რასინგი 3-0 4-3-3 14 11 6 6 4 70 70 072
05 თებ. ატლეტიკო 3-0 4-3-3 15 8 11 5 2 68 84 766
20 ბილბაო 2-1 4-3-3 20 6 8 7 5 75 83 533
05 მარ. სარაგოსა 1-0 4-3-3 23 11 9 13 4 80 78 965
19 ხეტაფე 2-1 4-3-3 15 6 10 6 2 75 81 913
09 აპრ. ალმერია 3-1 4-3-3 19 7 11 8 1 73 80 452
23 ოსასუნა 2-0 4-3-3 11 2 11 6 1 70 73 285
08 მაის. ესპანიოლი 2-0 4-3-3 15 6 12 9 5 68 89 994
15 დეპორტივო 0-0 4-3-3 9 2 11 5 1 78 70 044

სტუმრად
29 აგვ. რასინგი 3-0 4-3-3 9 5 14 5 8 63 19 095
19 სექტ. ატლეტიკო 2-1 4-3-3 14 8 14 6 9 69 53 000
25 ბილბაო 3-1 4-3-3 23 11 8 8 4 74 40 000
23 ოქტ. სარაგოსა 2-0 3-4-3 18 10 12 4 4 74 35 000
07 ნოემ. ხეტაფე 3-1 4-3-3 15 9 8 3 5 69 17 000
20 ალმერია 8-0 4-1-2-3 18 13 7 5 1 75 17 000
04 დეკ. ოსასუნა 3-0 4-3-3 15 9 7 5 4 74 18 043
18 ესპანიოლი 5-1 4-3-3 19 10 15 7 8 59 40 010
08 იანვ. 2011 დეპორტივო 4-0 4-3-3 7 5 6 7 2 74 34 000
29 ერკულესი 3-0 4-3-3 22 5 7 8 6 73 29 500
12 თებ. სპორტინგი 1-1 4-3-3 14 7 8 10 3 76 28 000
26 მალიორკა 3-0 4-3-3 7 4 9 2 3 74 21 227
02 მარ. ვალენსია 1-0 3-5-2 18 9 7 5 2 62 50 800
13 სევილია 1-1 4-3-3 12 7 10 4 2 75 45 000
02 აპრ. ვილიარეალი 1-0 4-3-3 9 6 14 7 4 69 23 000
16 რეალი 1-1 4-1-2-3 10 5 13 - 5 72 80 354
30 სოსიედადი 1-2 4-3-3 12 7 11 6 3 76 30 000
11 მაის. ლევანტე 1-1 4-3-3 9 2 4 3 4 84 20 000
21 მალაგა 3-1 4-3-3 17 7 8 8 1 61 28 500

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
საღოლ ბარსა მაგარი ხარ
nika
13:53 29-06-2011
0
მართალია მე ჩელსისის გულსჰემატკივარი ვარ მაგრამ უნდა ვაღიარო რომ შესაშური ციფრებია
tedo
12:10 23-06-2011
0

სიახლეები პოპულარული