45 მილიონი: ნეიმარი გალაქტიკაში

AutoSharing Option
გუშინდელი "მარკა" ერთობ მყვირალა სათაურით გამოვიდა - ბრაზილიელი თინეიჯერი ნეიმარი "რეალში" გადავიდა.

ყველაზე პოპულარული ესპანური გაზეთის მტკიცებით, "სანტოსის" ფორვარდმა და "სამეფო კლუბმა" კონტრაქტი უკვე შეათანხმეს, ჯერი კლუბებზეა. ნეიმარი "რეალში: 6 სეზონს დაჰყოფს და წელიწადში 5 მილიონ ევროს მიიღებს გასამრჯელოდ. ამ თანხას სპეციალური ბინუსები დაემატება, თუკი 19 წლის ბრაზილიელი ბევრ გოლს გაიტანს.

მომავალ კვირაში მოლაპარაკების მაგიდას კლუბები მიუსხდებიან, "სანტოსი" 45 მილიონ ევროს არაფერს აკლებს. როგორც ჩანს, "რეალიც" შეგუებულია ამ თანხას. "მარკა" ამტკიცებს, რომ მიუხედავად ნეიმარის ტრანსფერისა, "რეალში" სერხიო აგუეროს მისვლა არ
გამორიცხულა. უბრალოდ, ახლა აგუეროს ტრანსფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება, თუკი "რეალიდან" ქარიმ ბენზემა ან გონსალო იგუაინი წავა. "რეალის" ოფიციალურმა საიტმა "მარკას" ინფორმაციას დუმილით უპასუხა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული