სამეფო ციფრები - სეზონის სტატისტიკური შეჯამება

AutoSharing Option
გუშინ, 23 ივნისს "ბარსელონას" სეზონის სტატისტიკური მიმოხილვა შემოგთავაზეთ, დღეს ჯერი "რეალზეა", რომელსაც ცოტა დააკლდა ტიტულამდე. თუ რა და როგორ, იქნებ, სწორედ სტატისტიკურმა ანალიზმა გაგვცეს პასუხი.

მიუხედავად იმისა, რომ წინა სეზონში "რეალმა" უფრო მეტი ქულა დააგროვა, ფაქტია, რომ ჟოზე მოურინიოს ფორმაციის გუნდი უფრო კონკურენტურანიანი აღმოჩნდა "ბარსასთან" ბრძოლაში. განსაკუთრებით ეს სეზონის მეორე ნახევარზე ითქმის.

გოლების მეფე
ეს ის კატეგორიაა, სადაც "სამეფო კლუბს" ყველაზე მეტად აქვს საამაყოდ საქმე - მისმა ფეხბურთელმა ლა ლიგის ახალი რეკორდი დაამყარა, პორტუგალიელმა კრიშტიანო რონალდომ ჩემპიონატში 40 გოლი გაიტანა!
საშუალოდ მატჩში - თითქმის 1,4 გოლი!

რონალდომ 40-დან 8 პენალტის ნიშნულიდან გაიტანა, 4 საჯარიმო დარტყმით, 4 თავით, დანარჩენი 24 კი ღია თამაშიდან. "რეალის" გოლების 77% ფორვარდებმა გაიტანეს და მხოლოდ 14 ნახევარმცველებმა, 10% კი მცველთა ანგარიშზეა. "რეალი" საშუალოდ მატჩში 2,68 გოლს იტანდა, ეს კი ლა ლიგის სეზონის საუკეთესო მაჩვენებელია. თუმცა, ამავდროულად, 38 ტურიდან 6-ში "სამეფო კლუბმა" გოლის გატანა ვერ მოახერხა და 7-ში მხოლოდ - ერთი. დიახ, არასტაბილური თამაში ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც მოურინიომ ხოსეპ გვარდიოლას ტიტული ვერ ჩამოართვა.
"რეალის" მოძლიერება განსაკუთრებით ორი ახალი ფეხბურთელის დამატებას უკავშირდება. არგენტინელმა ანხელ დი მარიამ და გერმანელმა მესუთ იოზილმა ჯამში 28 საგოლე პასი გააკეთეს. იოზილი მეპასეებში მთელს ლიგაში მხოლოდ ლიონელ მესის ჩამორჩა.

გოლები: რონალდო (40), ბენზემა (15), იგუაინი (10), კაკა (7), დი მარია (6), იოზილი (6), ადებაიორი (5), მარსელო (3), ს. რამოსი (3), რ. კარვალიო (3), გრანერო (1), ხოსელუ (1), პეპე (1), ზე კაშტრო (1. დეპორტივო ს.კ.).

საგოლე პასები
ფეხბ. პასი ვის
იოზილი 17 11 რონალდო, 2 ადებაიორი, რამოსი, 1 დი მარია, კაკა
დი მარია 11 4 ბენზემა, 3 იგუაინი, 1 ადებაიორი, რონალდო, მარსელო, იოზილი
რონალდო 11 3 იგუაინი, 2 კარვალიო, ბენზემა, 1 კაკა, მარსელო, პეპე, ხოსელუ
ჩ. ალონსო 6 2 ბენზემა, რონალდო, 1 დი მარია, იოზილი
იგუაინი 5 1 ბენზემა, კაკა, იოზილი, დი მარია, რონალდო
ბენზემა 5 3 რონალდო, 1 გრანერო, კაკა
კაკა 4 2 იგუაინი, 1 რონალდო, მარსელო
მარსელო 4 2 იოზილი, 1 ბენზემა, დი მარია
გრანერო 2 1 ბენზემა, რონალდო
ლ. დიარა 2 1 ბენზემა, რონალდო
რამოსი 2 2 რონალდო
ხედირა 1 1 ბენზემა
პეპე 1 1 რონალდო
კანალესი 1 1 რონალდო
არბელოა 1 1 ბენზემა

ერიდეთ სარაგოსელებს
"რეალმა" სულ 38 გოლი გაუშვა ანუ საშუალოდ ზუსტად ერთი ყოველ მატჩში. ურიგო შედეგი არ არის, მაგრამ არც საჩემპიონოა (კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც "რეალმა" ტიტული ვერ მოიგო). შედარებისთვის - "ბარსელონას" სულ 21 გოლი გაუტანეს, თითქმის ორჯერ ნაკლები! იმათგან, ვინც "სამეფო კლუბს" სეზონში 2 გოლი გაუტანა, ერთი (ალვარო ნეგრედო) "რეალის" აღზრდილია.

აღსანიშნავია, რომ თავისებური დუბლი "სარაგოსას" ორმა ფეხბურთელმა შეძლო იკერ კასილიასის კარში: ანხელ ლაფიტამ და გუნდის კაპიტანმა გაბიმ (გაბიმ ორჯერვე პენალტით). 2-2 გოლი გაიტანეს დავიდ ვილიამ (ბარსელონა) და კანიმ (ვილიარეალი). სხვათა შორის, "სარაგოსას" ყოფილმა ფეხბურთელებმა. ერთხელ საკუთარი გოლკიპერი ალვარო არბელოამ დაამწუხრა, ეს მოხდა "რეალ სოსიედადთან" მატჩში, რომელიც "რეალმა" 4:1 მოიგო. "რეალმა" თავურით მხოლოდ სამი გოლი გაუშვა (ნეგრედო, ხუან როდრიგესი და დავიდ ტრეზეგე), ეს კი იმას მიუთითებს, რომ "სამეფო კლუბში" "მეორე სართულზე" ყველაფერი წესრიგშია.

მუდმივ ძიებაში
ბოლო სეზონში ჟოზე მოურინიომ 32 ფეხბურთელი გამოიყენა, რაც იმის დასტურია, რომ პორტუგალიელმა მუდმივ ძიებაში გაატარა სეზონი (ხოსეპ გვარდიოლამ სულ 28 ფეხბურთელი ათამაშა). ჟოზემ ამათ გარდა მატჩების განაცხადებში კიდევ 4 ფეხბურთელი შეიყვანა, თუმცა მცველებს მატეოსსა და ხორხე კასადოს, ნახევარმცველ მანდის და ფორვარდ ხუანფრანს ერთხელაც არ მოუწია მოედანზე გასვლა.

ყველაზე მეტი წუთი მოედანზე კაპიტანმა იკერ კასილიასმა დაჰყო - 3062. შემდეგ მოდიან კრიშტიანო რონალდო (2914 წთ.) და რიკარდო კარვალიო (2771). ჟოზემ მხოლოდ თითო წუთი გაიმეტა ალექსის და ალვარო მორატასთვის, 6-6 კი ტომასს და ხოსელუ სანმარტინს დაუთმო. 21 წლის ხოსელუმ ასე მცირე დროშიც კი მოახერხა გოლის გატანა.

მეკარეები: კასილიასი (35), ადანი (3), დუდეკი (1), ხესუსი (1), მეხიასი (1).
მცველები: რ. კარვალიო (33), მარსელო (32), ს. რამოსი (32), პეპე (26), არბელოა (26), ალბიოლი (20), გარაი (5), ნაჩო (2).
ნახევარმცველები: იოზილი (36), დი მარია (35), ჩ. ალონსო (34), ლ. დიარა (26), ხედირა (25), გრანერო (19), კაკა (14), კანალესი (10), პედრო ლეონი (6), გაგო (4), მ. დიარა (3), ალექსი (1), ხუან კარლოსი (1).
თავდამსხმელები: რონალდო (34), ბენზემა (33), იგუაინი (17), ადებაიორი (14), ხოსელუ (1), მორატა (1).

სასტარტო 11 (ოპტიმალური): კასილიასი - ს. რამოსი, რ. კარვალიო, პეპე, მარსელო - ხედირა, ჩ. ალონსო - დი მარია, იოზილი, რონალდო - იგუაინი.
სასტარტო 11 (სტატისტიკით): კასილიასი - ს. რამოსი, რ. კარვალიო, პეპე, მარსელო - ხედირა, ჩ. ალონსო - დი მარია, იოზილი, რონალდო - ბენზემა.

ყველაზე მეტჯერ შეცვლაზე
ფეხბ. მატჩი საშუალოდ
1. ბენზემა 13 20 წთ
2. გრანერო 11 16
3. ადებაიორი 8 24
4. ლ. დიარა 7 24
5. კანალესი 7 15
5. ალბიოლი 7 13

ყველაზე მეტჯერ შეცვალეს
1. იოზილი 22 76 წთ.
2. დი მარია 18 66
3. იგუაინია 12 77
4. ბენზემა 11 74
5. კაკა 8 60

ტოპ-10 "დონ ბალონის" მიხედვით
რონალდო 7,24
ჩ. ალონსო 6,56
მარსელო 6,50
იოზილი 6,44
დი მარია 6,20
პეპე 6,19
კასილიასი 6,14
რ. კარვალიო 6,12
ხედირა 6,00
ს. რამოსი 5,90

უხეშები და სუსტები
რეალში უხეში ფეხბურთელები არ თამაშობენო, ვერ ვიტყვით - სტატისტიკა სხვას გვეუბნება. მაგალითისთვის, პორტუგალიელი ცენტრალური მცველი რიკარდო კარვალიო გუნდის რეკორდსმენია მხოლოდ მან მოახერხა 2-ჯერ წითელი ბარათის მიღება, ყვითლების რიცხვითაც (11) ერთ-ერთი საუკეთესოა გუნდში. ბასკმა ნახევარმცველმა ჩაბი ალონსომ ყველაზე მეტი, 12 ყვითელი ბარათი მიიღო, თუმცა ზედმეტი ერთხელაც არ მოსვლია, ის მოედნიდან არ გაუძევებიათ. შედარებისთვის - "რეალის" 7 წითელი ბარათი, "ბარსას" 2-ის წინააღმდეგ. "რეალის" კარში სულ 4 პენალტი დაინიშნა, რომელთაგანაც მიზანს მხოლოდ რასინგელი პინილიოსის დარტყმამ ვერ უწია. გაბიმ (სარაგოსა) ორივე პენალტი გაიტანა, ერთხელ კი თავი ლეო მესიმ გამოიჩინა.
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც "რეალი" ტიტულს ვერ შეწვდა მოწინავე ფეხბურთელთა ტრავმებია - "ბარსელონაში" სასტარტო შემადგენლობის მხოლოდ ორ ფეხბურთელს შეეხო ტრავმები სერიოზულად, ერიკ აბიდალსა და კარლეს პუიოლს. არადა, მათ ჯამში ერთად არ გასცდენიათ იმდენი დრო, რაც მხოლოდ ერთ კაკას. გავიხსენოთ, რომ "რეალმა" ყველაზე საჭირო დროს დაკარგა არგენტინელი ფორვარდი გონსალო იგუაინიც.

უდისციპლინოები
რ. კარვალიო 11 2
ს. რამოსი 11 1
ჩ. ალონსო 12
ლ. დიარა 11
პეპე 6 1
არბელოა 6 1
ხედირა 7
ალბიოლი 3 1
კასილიასი 3 1
მარსელო 6
დი მარია 6
გრანერო 4
რონალდო 3
სხვები: 2 და ნაკლები

ხანგრძლივი ტრავმები
დღე ფეხბ. როდიდან როდემდე შენიშვნა

102 კაკა 5 აგვ 15 ნოემ მარცხენა მუხლის ოპერაცია
87 იგუაინი 2 იანვ 30 მარ ხერხემლის მალის დისკოს ოპერაცია
60 გაგო 1 აპრ 31 მაის საზარდულის ტრავმა
56 გარაი 15 აგვ 10 ოქტ მენისკი
55 ლ. დიარა 18 აგვ 12 ოქტ მუცლის ღრუს ტკივილი

გაცდენა ტრავმების გამო (ჯამში)
დღე ფეხბურთელი
102 კაკა
91 გაგო
87 იგუაინი
56 გარაი
55 ლ. დიარა

თარიღი მეტოქე ანგ. სქემა კარისკენ კარში ჯარიმა კუთხ. % მაყ.
შინ
11 სექტ. 2010 ოსასუნა 1-0 4-2-3-1 23 5 20 7 1 58 68 000
21 ესპანიოლი 3-0 4-2-3-1 20 7 15 8 4 56 70 000
03 ოქტ. დეპორტივო 6-1 4-2-3-1 17 8 7 5 4 61 67 000
23 რასინგი 6-1 4-2-3-1 15 10 15 4 6 47 60 000
07 ნოვ. ატლეტიკო 2-0 4-2-3-1 21 10 13 3 4 56 80 000
20 ბილბაო 5-1 4-2-3-1 16 6 10 4 3 59 75 000
04 დეკ. ვალენსია 2-0 4-3-1-2 20 12 22 11 4 56 70 000
19 სევილია 1-0 4-2-3-1 9 4 21 7 7 65 72 000
09 იან. 2011 ვილიარეალი 4-2 4-2-3-1 15 7 20 6 7 55 72 000
23 მალიორკა 1-0 4-2-3-1 16 3 12 11 4 64 74 000
06 თებ. სოსიედადი 4-1 4-2-3-1 27 7 6 9 3 65 70 000
19 ლევანტე 2-0 4-2-3-1 26 10 8 13 3 68 65 000
03 მარ. მალაგა 7-0 4-2-3-1 20 13 18 5 3 58 51 000
12 ერკულესი 2-0 4-2-3-1 23 11 8 8 2 63 71 000
02 აპრ. სპორტინგი 0-1 4-2-3-1 33 13 17 10 1 72 77 000
16 ბარსელონა 1-1 4-3-3 13 6 21 8 1 28 80 354
30 სარაგოსა 2-3 4-2-3-1 18 7 11 7 4 68 67 000
10 მაის. ხეტაფე 4-0 4-2-3-1 19 8 16 6 5 53 55 000
21 ალმერია 8-1 4-1-2-3 26 12 11 14 1 59 50 000

სტუმრად
29 აგვ. 2010 მალიორკა 0-0 4-2-3-1 16 6 15 4 9 64 22 867
18 სექტ. სოსიედადი 2-1 4-2-3-1 21 9 15 3 3 55 30 000
25 ლევანტე 0-0 4-2-3-1 23 6 11 5 5 68 18 326
16 ოქტ. მალაგა 4-1 4-2-3-1 20 6 18 6 2 58 30 000
30 ერკულესი 3-1 4-2-3-1 25 10 9 6 3 67 28 000
14 ნოემ. სპორტინგი 1-0 4-2-3-1 12 5 7 8 4 67 24 000
29 ბარსელონა 0-5 4-2-3-1 5 2 16 5 2 37 97 000
12 დეკ. სარაგოსა 3-1 4-2-3-1 19 7 13 6 4 64 26 000
03 იანვ. 2011 ხეტაფე 3-2 4-2-3-1 15 5 20 2 3 49 11 000
16 ალმერია 1-1 4-2-3-1 24 11 17 11 - 58 13 893
30 ოსასუნა 0-1 4-2-3-1 20 3 9 7 3 67 17 131
13 თებ. ესპანიოილი 1-0 4-2-3-1 19 10 9 9 1 38 39 000
26 დეპორტივო 0-0 4-2-3-1 20 8 13 10 5 70 34 600
06 მარ. რასინგი 3-1 4-2-3-1 21 8 8 4 7 67 20 000
19 ატლეტიკო 2-1 4-3-2-1 17 8 15 3 6 46 53 000
09 აპრ ბილბაო 3-0 4-3-1-2 13 6 16 1 6 45 39 500
23 ვალენსია 6-3 4-2-3-1 14 8 19 8 3 42 53 000
07 მაის. სევილია 6-2 4-2-3-1 20 12 15 10 2 44 44 000
15 ვილიარეალი 3-1 3-4-1-2 7 5 17 4 9 52 22 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული