პიკე, იოზილი და თუთუნი

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატი კარგა ხანია დასრულდა და ფეხბურთელებმა დამსახურებული შვებულება მიიღეს. ჰოდა, ვისაც როგორ უნდა, დროს ისე ატარებს. თუმცა პაპარაცებისგან მოსვენება მათ არც ამ პერიოდში აქვთ.

აი, მაგალითად, მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი მესუთ იოზილი მეგობრებთან ერთად ოკეანის ტალღებში, მდიდრულ იახტაზე ნებივრობს. ფეხბურთელი ისე გამოფიტულა მძიმე სეზონისგან, რომ სპორტსმენის მკაცრი განაწესი გვერდით გადაუდია და სიგარეტს სიგარეტზე "უქიშინებს".

Sportall.Ge

თამბაქოსთან მწყრალად არც ესპანეთის ჩემპიონი "ბარსელონას" მცველი ჟერარდ პიკე ყოფილა. ესპანელი ფეხბურთელი ამ შვებულებას იბიცაზე ატარებს და შიგადაშიგ ძვირადღირებულ სიგარასაც აბოლებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული