დავიდ ვილია: კვლავ მატასთან ერთად თამაშზე ვოცნებობ

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელმა დავიდ ვილიამ იმედი გამოთქვა, რომ "ვალენსიას" მოთამაშე ხუან მატა ამ ზაფხულს კატალონიურ კლუბში გადაბარგდება.

"ვერ აღგიწერთ, რამხელა ბედნიერება იქნება ჩემთვის, თუკი ამ ზაფხულს "ბარსელონაში" მატა გადმოვა. ამას მარტო იმიტომ არ ვამბობ, რომ ის მხოლოდ როგორც ფეხბურთელი მომწონს. ყველაფერთან ერთად, მატა ჩემთვის ძმასავითაა და თუკი მასთან ერთად კვლავ მომეცემა თამაშის შანსი, ჩემი ოცნება ახდება", - განუცხადა ვილიამ კატალონიელთა ოფიციალურ ვებგვერდს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული