კატალონიელებს ჯერ კიდვ სჯერათ, რომ იტალიური კლუბის ლიდერს გადაიბირებენ, თუმცა ფეხბურთელზე ნადირობა ასევე აქვთ გაჩაღებული: "ჩელსის", "მანჩესტერ სიტისა" და სერია A-ს რამდენიმე გუნდს.
ესპანური გაზეთი "სპორტი" იუწყება, რომ თუკი "ბარსელონა" სანჩესის შეძენას ვერ შეძლებს, სანაცვლოდ ნანის ვარიანტს განიხილავს, თუმცა კატალონიელებს ამ შემთხვევაშიც სხვა კლუბებთან მოუწევთ ჭიდილი, რადგან ნანით ინტერესს "იუვენტუსი" და "ბაერნიც" ავლენენ.