კუპერი "რასინგის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

AutoSharing Option
არგენტინელი მწვრთნელი ექტორ რაულ კუპერი, რომელიც წარსულში საქართველოს ნაკრებს ედგა სათავეში, ესპანური საფეხბურთო კლუბის "რასინგის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

55 წლის სპეციალისტთან კონტრაქტი ესპანურ კლუბთან ერთ წელზეა გათვლილი.

შეგახსენებთ, რომ კუპერს საქართველოს ნაკრების გარდა სხვადასხვა დროს "ინტერი", "პარმა", "ვალენსია", "ბეტისი" და "მალიორკა" გაუწვრთნია. ბოლოს კი არგენტინელი სპეციალისტი ბერძნულ "არისში" მუშაობდა.

კუპერი საქართველოს ნაკრებს 2008 წლის აგვისტოში, მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის წინ ჩაუდგა სათავეში, თუმცა 2009 წლის ნოემბერში კონტრაქტის დასრულებამდე 2 თვით ადრე თანამდებობიდან გადადგა.

რაც შეეხება სანტანდერის "რასინგს", გუნდი
გასულ სეზონში 12 ადგილს დასჯერდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული