კარლესმა დაიწყო, ვიქტორმა დაასრულა

AutoSharing Option
"ბარსელონას" კაპიტანმა კარლეს პუიოლმა ვარჯიში იმაზე ადრე განაახლა, ვიდრე ამას კლუბის ექიმები ვარაუდობდნენ.

33 წლის მცველმა ფიზიკური მომზადების მწვრთნელ ხუანხო ბრაუსთან ერთად სირბილი დაიწყო. შეგახსენებთ, რომ კაპიტანმა ზუსტად ერთი თვის წინ მუხლის ოპერაცია გაიკეთა, რათა სამუდამოდ დაძლიოს პრობლემა, რის გამოც ბოლო ორ სეზონში საკმაოდ გაუცდა. ვარჯიშის შემდეგ პუიოლი იმედიანად იყო, ტკივილი საერთოდ არ მიგრძვნიაო.

ამასობაში, "ბარსა" ერთი ფეხბურთელით შემცირდა - კლუბი ვიქტორ სანჩესმა დატოვა. სანჩესმა კატალონიურ გრანდთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა და შვეიცარიულ "ქსამაქსში" გადავიდა.

"ბარსელონას" 2012 წლის ზამთრის
სატრანსფერო ფანჯრის ჩათვლით აქვს სანჩესის გამოსყიდვის უფლება, აგრეთვე კონტრაქტში წერია, რომ თუკი "ქსამაქსი" 23 წლის მცველს გაყიდის, "ბარსას" ტრანსფერიდან პროცენტი ერგება. ბოლო სეზონში სანჩესი "ხეტაფეში" იჯარით თამაშობდა, "ბარსელონას" მთავარ გუნდში კი მას ჯამში 14 მატჩი დაუგროვდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული