მოურინიოს კასილიასის კაპიტნობა აღარ ეპიტნავება

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს მეკარე იკერ კასილიასისთვის კაპიტნის სამკლავურის ჩამორთმევა გადაუწყვეტია. ამის შესახებ Marca იტყობინება.

როგორც ირკვევა, მოურინიოს პრეტენზია არა უშუალოდ ესპანეთის ნაკრების მეკარესთან, არამედ მის ამპლუასთან ჰქონია. პორტუგალიელი მიიჩნევს, რომ ჯობს კაპიტანი არა მეკარე, არამედ რომელიმე მინდვრის მოთამაშე იყოს, რომელსაც მსაჯთან ურთიერთობა, მეკარესთან შედარებით, უფრო უადვილდება.

სხვათა შორის, მოურინიოს უწინდელ გუნდებში კაპიტნები ყოველთვის მინდვრის მოთამაშეები იყვნენ (ხავიერ ძანეტი "ინტერში" და ჯონ ტერი "ჩელსიში").

Marca იმაზეც მსჯელობს, თუ ვინ გახდება "რეალის" ახალი კაპიტანი. გამოცემა სამკლავურის სავარაუდო მფლობელებად მცველ
სერხიო რამოსსა და ნახევარმცველ ხაბი ალონსოს მიიჩნევს.

კასილიასმა მადრიდულ კლუბში კაპიტნის სამკლავური 2010 წლის ზაფხულში, მას შემდეგ მიიღო, რაც "სამეფო კლუბი" მისმა "მარადიულმა კაპიტანმა" რაულმა დატოვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული