მის მსურველ კლუბს ახლა პედროს შეძენა მხოლოდ ფანტასტიკური თანხის, 150 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლება. ადრინდელ კონტრაქტში პედროს გამოსასყიდელი ფასი 90 მილიონი იყო. კონტრაქტის გახანგრძლივების ცერემონიალი ხუთშაბათს გაიმართება.
პედრო როდრიგესი "ბარსელონაში" 2004 წლიდანაა. 4 სეზონი მან "ბარსას" ახალგაზრდულ კლუბებში გაატარა, პირველ გუნდში კი 2008/09 წლების სეზონიდან მოხვდა, თუმცა კი დებიუტი
"ბარსელონას" ერთი ახალი ფეხბურთელიც შეემატა. ის არ მოსულა სხვა კლუბიდან, პედროსავით ახალგაზრდული გუნდიდან მოხვდა. ლაპარაკია ანდრეუ ფონტასზე, 21 წლის მცველზე. ახალი სეზონიდან ის უკვე ძირითადი გუნდის სრულუფლებიანი წევრია. ფონტასის შეძენის მსურველ გუნდს ამიერიდან 30 მილიონი ევროს გაღება მოუწევს.
ფონტასს "ბარსელონასთან" 2012 წლამდე ჰქონდა ხელშეკრულება გაფორმებული, ახალი კონტრაქტი კი 2013 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. ფონტასი ლუის ენრიკეს გუნდის შეუცვლელი წევრი იყო, როცა ერიკ აბიდალმა სიმსივნის ოპერაცია გაიკეთა, ფონტასი დროებით პირველ გუნდში გადაიყვანეს და სეზონის ბოლომდე იქ დატოვეს. ხოსეპ გვარდიოლამ ფონტასი 8-ჯერ ათამაშა კიდეც. ისე, მცველს დებიუტი კიდევ ერთი სეზონით ადრე, ხიხონის "სპორტინგთან" მატჩში ჰქონდა. ანდრეუ ფონტასი "ბარსელონაში" 2007 წელს კატალონიური "ხირონადან" გადავიდა.
ამასობაში "ერკულესის" ნახევარმცველ კიკო ფემენიას საკითხი ადგილიდან დაიძრა. ესპანეთის 20-წლამდელთა ნაკრების წევრი 4 მილიონი ევროს სანაცვლოდ კატალონიურ გრანდში გადავა. ამ თანხის ნახევარი ალიკანტეელებს ახლავე გადაერიცხებათ, ნახევარი კი - შემდეგ სეზონში. ფემენიას ჯერ ალბათ სარეზერვო გუნდში გადაიყვანენ და შეხედავენ, შეძლებს თუ არა ნიჭიერი შუახაზელი ამავე სეზონში პირველ გუნდში თამაშს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"