მოურინიოს კაპიტნად რონალდოს არჩევის უფლებას არ აძლევენ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს კაპიტნად ნახევარცველის კრიშტიანო რონალდოს დანიშვნა აუკრძალა.

მოურინიოს კაპიტნის სამკლავურის რონალდოსთვის შებმა ჯერ კიდევ 2010 წელს სურდა, მაგრამ ამაოდ...

საერთოდ, "რეალში" კაპიტნობას იმ ფეხბურთელს ანდობენ, ვისაც გუნდში ყველაზე მეტი მატჩების აქვს ჩატარებული. აქამდე სამკლავურს მეკარე იკერ კასილიასი ატარებდა, თუმცა ბოლო დროს ხმა გავრცელდა, მოურინიოს კაპიტნად მინდვრის მოთამაშის ხილვა სურს, რომლისთვისაც არბიტრთან ურთიერთობა უფრო მოხერხებული იქნებაო.

"მარკა" მომავალ სეზონში "რეალის" კაპიტნის "პოსტზე" კასილიასის სავარაუდო შემცვლელად ნახევარმცველ ხაბი ალონსოსა და მცველ სერხიო რამოსს ასახელებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული