ინგლისის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა კარიერის ნაწილი "სანტიაგო ბერნაბეუზეა", ის მადრიდში 2003 წლიდან 2007 წლამდე თამაშობდა. აი, რა უთხრა დევიდმა ესპანურ "მარკას": "მადრიდელები სუპერგუნდს ქმნიან. ეჭვიც არ მეპარება, მათ ყველა ტიტულის მოგება ძალუძთ, "რეალშია" მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი. მოურინიო გენიოსია და ეს მან არაერთხელ დაამტკიცა". ბექჰემმა კრიშტიანო რონალდოც შეაქო, ფეხბურთელი, რომელმაც ის ჯერ "მანჩესტერში", მოგვიანებით კი "რეალში" შეცვალა: "რონალდო ფენომენია, ის ერთ-ერთი საუკეთესოა
რეალი, ბარსა და... ჩვენ
ანდალუსიურ კლუბში ბოლო დროს ჩადებულმა ინვესტიციებმა "მალაგას" ნახევარმცველ აპონიოს შემდეგი ათქმევინა: "ახალი სეზონიდან გამოჩნდება, რომ ესპანურ ფეხბურთში ახალი რეალობაა - ახლა აქ სამი გრანდია: "რეალი", "ბარსა" და ჩვენ. ჩვენ ახლა ლამის მათი სწორი ვართ, ვინ იფიქრებდა ამას ცოტა ხნის წინ? ისე არ გამიგოთ, რომ ლა ლიგის მოგებას ვგეგმავთ, ეს თითქმის შეუძლებელია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა რეალობაა", - უთხრა ფეხბურთელმა სააგენტო ეფე-ს.
შეგახსენებთ, რომ "მალაგამ" სეზონის წინ ისეთი ფეხბურთელები შეიმატა, როგორიც რუუდ ვან ნისტელროი, იორის მატეისენი, ჟერემი ტულალანი და ხოაკინია. ახლახან გუნდის ჩილელმა თავკაცმა მანუელ პელეგრინიმაც ორწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი ანდალუსიურ კლუბთან.
ადიოს ლასანა?
როგორც ჩანს, მოახლოვდა დრო, როცა "რეალში" ფრანგი ლასანა დიარა აღარ ითამაშებს. ჟოზე მოურინიომ ლასანა ამერიკის ტურნეზე გასამგზავრებელ სიაში არ შეიყვანა. "ვაშინგტონ პოსტმა" გამოაქვეყნა მოურინიოს შედგენილი 25-კაციანი სია. 26 წლის ფრანგმა ამას წინათ განაცხადა, რომ "რეალში" დარჩენა სურს, თუმცა ნური შაჰინის დამატების შემდეგ (რის გამოც "რეალის" სათამაშო სქემა იცვლება) დიარა თამაშგარეთ რჩება. სხვათა შორის, დიარა უკლუბოდ ნამდვილად არ დარჩება, მისი შეძენა "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "იუვენტუსს" სურთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"