მალიორკამ ურუგვაელი დაიმატა

AutoSharing Option
"მალიორკამ" არგენტინული "ტიგრედან" პაბლო კასერესი აიყვანა და მას სამწლიანი ხელშეკრულება გაუფორმა. 26 წლის მცველი კუნძულელთა თავკაცის, მიქაელ ლაუდრუპის მესამე შენაძენია ხუან კალატაიუდისა და ჰემედ ტომერის შემდეგ.

ურუგვაელისთვის ევროპაში თამაში უცხო არაა, მას გერმანულ "დუისბურგში" და ბერძნულ "ომონიაში" უთამაშია. "შემოთავაზებები მრავალი კლუბიდან მქონდა, როგორც ევროპაში, ასევე არგენტინაში, მაგრამ, როცა "მალიორკას" წინადადება მივიღე, წამით აღარ მიყოყმანია", - განუცხადა კლუბის ოფიციალურ საიტს კასერესმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული