"ბარსელონამ" და "უდინეზემ" სანჩესის ტრანსფერი შეათანხმეს

AutoSharing Option
"ბარსელონამ" და "უდინეზემ" ჩილეს ნაკრების თავდამსხმელის ალექსის სანჩესის ტრანფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიელები იტალიელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს გადაუხდიან.

ალექსის სანჩესთან კონტრაქტი ხუთწლიანია, თავის ახალ კლუბს 22 წლის ფეხბურთელი კი მას შემდეგ შეუერთდება, რაც კოპა ამერიკაზე გამოსვლას დაასრულებს.

სანჩესი "უდინეზეში" 2006 წლიდან თამაშობს. სერია A-ს გასულ სეზონში ჩილელმა 31 მატჩში ითამაშა და 12 გოლი გაიტანა.

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული