რეალს შაჰინი დაემტვრა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალს", რომელიც წინასასეზონო ტურნეზე ამერიკაში იმყოფება უსიამოვნო ამბავი შეემთხვა - "ლოს ანჯელეს გალაქსისთან" მატჩის წინ ტრავმა მიიღო გუნდის თურქმა ახალწვეულმა ნური შაჰინმა.

ვარჯიშზე მან მუხლი იტკინა და ექიმების დასკვნით, თამაში სამი კვირის განმავლობაში აეკრძალა. სხვათა შორის, შაჰინმა ახლახან მოირჩინა მტკივანი მარჯვენა მუხლი, თუმცა მას ტრავმა არ გაუმიზეზებია, დორტმუნდის "ბორუსიას" ყოფილმა ნახევარმცველმა ახლა მარცხენა მუხლი დაიზიანა.

შაჰინი ამერიკაში ორივე ამხანაგურ მატჩს გამოტოვებს - დევიდ ბექჰემის "გალაქსისთან" 16 ივლისს და მექსიკურ "ჩივასთან" 20 ივლისს. სხვათა შორის, ტრავმირებულია "რეალის" კიდევ ერთი თურქი
ახალწვეული ჰამით ალთინთოპიც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული