სანჩესი, უკვე ამ კვირის ბოლოს

AutoSharing Option
"უდინეზეს" წარმომადგენელმა ესპანეთში კიკე პინამ განაცხადა, რომ ალექსის სანჩესის ტრანსფერი "ბარსელონაში" ამ კვირაშივე განხორციელდება.

"შესათანხმებელი მხოლოდ უმნიშვნელო დეტალები დარჩა, რომლებიც უკვე კვირის ბოლოსთვის მოგვარდება. "ბარსელონა" 27 მილიონ ევროს გადაიხდის, ხოლო ტრანსფერის სხვა ნაწილს სხვა საშუალებებით დაფარავს", - განუცხადა პინამ "კოპეს".

ასე რომ, არ გამოვრიცხავთ, რომ სანჩესის ტრანსფერშAი "ბარსას" სხვა ფეხბურთელებმაც მიიღონ მონაწილეობა, რომლებიც იტალიაში გადაბარგდებიან. არ გამოვრიცხავთ, რომ ასეთი ფეხბურთელი შესაძლოა ხეფრენ სუარესი იყოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული