გრანერო: მოურინიო მენდობა და წასვლა არსად მინდა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ესტებან გრანერომ განაცხადა, რომ არ აპირებს "სამეფო კლუბის" დატოვებას, რადგან საამისოდ ვერავითარ მიზეზს ვერ ხედავს.

"უკვე არაერთხელ ვთქვი, რომ კარიერის გაგრძელებას "რეალში" ვაპირებ. გუნდის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიოცა და კლუბის ხელმძღვანელობაც ნდობას მიცხადებს. ამასთან, თავადაც დარწმუნებული ვარ საკუთარ შესაძლებლობებში.

კლუბმა ჩემს პოზიციაზე ახალი ფეხბურთელები კი დაიმატა, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებმაც გუნდი დატოვეს. მე მზად ვარ კონკურენციისთვის და ვიცი, რომ "რეალისთვის" ჩვენ ყველანი საჭირონი ვართ~, - განაცხადა გრანერომ.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული