ჩავი: ვენგერისა და "არსენალის" წყენინება გულშიც არ გამივლია

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველი ჩავი "არსენალის" მთავარი მწვრთნელის არსენ ვენგერის მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, ვენგერმა თქვა, რომ ჩავი თავისი გამონათქვამებით სესკ ფაბრეგასის "არსენალიდან" წასვლის სურვილის თაობაზე უპატივცემულობას ლონდონური გუნდისადმი იჩენს.

"ძალიან ვწუხვარ, ასე რომ გამოვიდა. მე არსენ ვენგერის და "არსენალის" წყენინება სულაც არ მინდოდა და არც მათი ინტერესების საწინააღმდეგო მითქვამს რამე. ფაბრეგასი ჯერაც "არსენალის" ფეხბურთელია და მასთან კონტრაქტი აკავშირებს.

პოლემიკაში არ ვერთვები, რადგან ეს აბსურდი იქნება. უბრალოდ, მაშინ ფაბრეგასისა და "ბარსელონას" ინტერესებზე ვისაუბრე. ჩვენ ვიცით, რომ სესკს ჩვენ გუნდში გადმოსვლის
დიდი სურვილი აქვს.

ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, მოხდება თუ არა შეთანხმება კლუბებს შორის. თუმცა, ისე ჩანს, რომ მის გაყიდვასთან დაკავშირებით "არსენალი" წელს უფრო მონდომებულია. ასეა თუ ისე, ჯერჯერობით ფაბრეგასი ისევ ლონდონურ კლუბს ეკუთვნის, მაგრამ მე ვიმედოვნებ, რომ ის ჩვენთან გადმოვა", - განაცხადა ჩავიმ.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული