"რეალი" ამერიკულ ტურნეშია, ხედირამ ფეხის მტევანი მექსიკურ "ჩივას გვადალახარასთან" მატჩისთვის მზადებისას მიიღო და ახლა უახლოეს საათებში სრულ სკანირებას ჩაუტარებენ. პირველადი გამოკვლევა მას ლოს ანჯელესში, რონალდ რეიგანის სამედიცინო ცენტრში ჩაუტარეს. სხვათა შორის, ნაწილობრივ ტრავმების ბრალია, რომ გერმანელმა შარშანდელ სეზონში სულ 25 მატჩში
ბრაზილიელი ატლეტიკოში
"ბოტაფოგომ" 19 წლის ჟერსონი იჯარით მადრიდის "ატლეტიკოში" გაუშვა. ჟერსონი მცველია, მან გასული სეზონის მეორე ნახევარი ეინდჰოვენში იჯარით გაატარა, სადაც პსვ-ს სარეზერვო გუნდში თამაშობდა. "ერთი სული მაქვს, როდის ჩავალთ მე და დედა მადრიდში. ჰოლანდიაში კარგი დრო გავატარე, პსვ დამეხმარა ფეხბურთელად და კაცად ჩამოყალიბებაში. ამიტომაც მჯერა, რომ "ატლეტიკოში" თავს არ შევირცხვენ", - განუცხადა ჟერსონმა "გლობოს". მადრიდელებს სეზონის ბოლოს ჟერსონის გამოსყიდვის უფლება აქვთ, თუკი მასში 1,8 მილიონ ევროს გადაიხდიან. მცველს ევროკავშირის პასპორტი აქვს, რაც მას ესპანურ კარიერაში უთუოდ შეუწყობს ხელს.
ლევანტე ძლიერდება
ვალენსიურმა "ლევანტემ" კიდევ ერთი ვალენსიელი ფეხბურთელი შეიმატა - მარჯვენა მცველი პედრო ლოპესი, რომელმაც გასული სეზონი სეგუნდადივიზიონის "ვალიადოლიდში" გაატარა. მან "ლევანტესთან" სამწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ეს 27 წლის ფეხბურთელი ესპანური ფეხბურთის გულშემატკივრებს სანტანდერის "რასინგიდან" გემახსოვრებათ.
ამასთან, "ლევანტემ" "ოსასუნადან" ფორვარდი კარლოს არანდა დაიმატა, ვისაც 1-წლიანი ხელშეკრულება გაუფორმა. არანდა 29 წლისაა და ის მადრიდის "რეალის" სკოლის აღზრდილია.
კამუნიასი ვილიარეალშია
"ოსასუნა" კიდევ ერთმა ძლიერმა ფეხბურთელმა დატოვა - ნახევარმცველმა ხავიერ კამუნიასმა ხელშეკრულება "ვილიარეალთან" გააფორმა. 30 წლის კამუნიასი მომავალ სამ სეზონს ვალენსიურ კლუბში გაატარებს. კამუნიასი ნავარაში 2009 წლიდან თამაშობდა მანამდე ის "უელვაში", "მურსიაში", "ხერესში", "რაიო ვალეკანოში" და "ხეტაფეში" თამაშობდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"