რონალდოს პირველი ჰეთ თრიკი

AutoSharing Option
მადრიდის "რეალმა" ამერიკული ტურნეს მეორე მატჩიც დიდი ანგარიშით მოიგო. ამჯერად, ჟოზე მოურინიოს გუნდმა 3:0 აჯობა მექსიკურ "ჩივასს".

გასულ სეზონში კრიშტიანო რონალდომ 40 გოლი გაიტანა და ევროპის "ოქროს ბუცი" მოიპოვა, პორტუგალიელი ამ სეზონსაც ისე იწყებს რომ... მან პირველ შეხვედრაშიც გაიტანა გოლი, თუმცა მხოლოდ ერთი ტაიმი ითამაშა "ლოს ანჯელეს გელექსისთან", ახლა კიდევ რონალდომ "რეალის" სამივე გოლი გაიტანა გვადალახარელთა კარში.

რეალი: ადანი (46. კასილიასი), არბელოა (46. ნაჩო), რიკარდო კარვალიო (46. პეპე), ვარანი (46. ალბიოლი), მარსელო - გრანერო, კოენტრაო - რონალდო, იოზილი (84. ხესე),
კაკა (46. კალეხონი) - ბენზემა (80. ხოსელუ).
გოლები: 1:0 რონალდო (74), 2:0 რონალდო (77), რონალდო (83-პენ)

როგორც ხედავთ, მოურინიომ შესვენებაზე გუნდის ბირთვი მთლიანად შეცვალა, 90-90 წუთი მხოლოდ მარსელო, კოენტრაო, გრანერო და რონალდო ათამაშა. სამივე გოლი პორტუგალიელმა მეორე ტაიმში გაიტანა და თამაშის მერე მოურინიოს შექებაც დაიმსახურა. "რეალის" სათამაშო უპირატესობა კი ძალიან დიდი იყო, "ჩივასმა" 90 წუთის განმავლობაში ერთი ნახევრად მომენტი ძლივს შექმნა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული