"ვილიარეალმა" კასორლა 20 მილიონ ევროდ ვერ გაიმეტა

AutoSharing Option
ესპანური გამოცემა "მარკას" ცნობით, "ვილიარეალმა" უარით გაისტუმრა "მალაგა", რომელიც 20 მილიონ ევროს ნახევარმცველ სანტი კასორლაში იხდიდა.

"ყვითელი სუმბარინის" ხელმძღვანელობას 26 წლის ფეხბურთელში გაცილებით მეტი - 30 მილიონი ევრო სურს. "მალაგის" ხელმძღვანელობას, რომელმაც თავად კასორლას 3,2 მილიონი ევრო ხელფასად შესთავაზა, სატრანსფერო თანხა აშკარად ებევრა.

სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ ჰავბეკმა განაცხადა, რომ "ვილირეალში" ყველაფრით კმაყოფილია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული