არაოფიციალური ცნობით, მადრიდულმა კლუბმა უკვე მიაღწია შეთანხმებას ტრანსფერზე როგორც თავად ფეხბურთელთან, ისე მის ამჟამინდელ კლუბთან. გარიგების ფასი 20 მილიონ ევროს შეადგენს.
ოსვალდოს გადაბირებით დაინტერესებას "ტოტენჰემიც" იჩენდა.
ესპანეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში თავდამხმელმა 24 მატჩში ითამაშა და 13 გოლი გაიტანა.
სერხიო აგუეროსთან კონტრაქტის გაფორმებასთან ძალიან ახლოსაა "მანჩესტერ სიტი" და შესაბამისად, ოსვალდოს "ატლეტიკოში" გადასვლის ოფიციალურ ცნობას უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით