კრიშტიანო რონალდოს დევიდ ბექჰემის მეოჯახეობა ხიბლავს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ვარსკლავმა კრიშტიანო რონალდომ აღაირა, რომ ინგლისელი ფეხბურთელის დევიდ ბექჰემის შურს.

მას შემდეგ, რაც დევიდსა და ვიქტორიას გოგონა ჰარპერ სევენი შეეძინათ, მეოჯახე მამაკაცის როლში ყოფნა თურმე 26 წლის პორტუგალიელსაც მოუნდა.

"ისეთი ოჯახის კაცი მინდა ვიყო, როგორიც დევიდ ბექჰემია, - განაცხადა რონალდომ ინტერვიუში. – მეც მინდა, რომ გოგონა შემეძინოს. ალბათ ოდესმე მეც მეყოლება იმდენი შვილი, რამდენიც დევიდს ჰყავს, რადგან ძალიან მინდა მრავალშვილიანი მამა ვიყო".

მიბაძავს თუ არა რონალდო ბექჰემს, მომავალი გვიჩვენებს, მანამდე კი კრიშტიანოს თავისი ჩანაფიქრების განსახორციელებლად, პირველ რიგში,
გვერდში მყოფი რუსი მოდელის ირინა შეიკის დაყოლიება მოუწევს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული