ესპანური კლუბის ხელმძღვანელობის თქმით, შემოსავლის დამატებითმა წყაროებმა: ჩემპიონთა ლიგის მოგებამ, ახალ სპონსორთან Qatar Foundation-თან კონტრაქტმა, ასევე "ნოუ კამპისა" და კლუბის მუზეუმის შემოსავალმა გუნდის ფინანსური მდგომარეობა გააუმჯობესა.
ფეხბურთელების გაყიდვიდან ესპანელებმა დამატებითი 44.2 მილიონი ევრო მიიღეს. შეგახსენებთ, რომ "ბარსელონამ" სატრანსფერო ბაზარზე ზლატან იბრაჰიმოვიჩი, დიმიტრი ჩიგრინსკი და მარტინეს კასერესი გაყიდა.
ცნობილია, რომ "ბარსელონამ" მთლიანი ვალის ოდენობა 430.6 მილიონიდან 363.7 მილიონამდე დაიყვანა. კლუბის ბიუჯეტი მომავალ სეზონში მოგების მიღებას
მომზადებულია Reuters-ის მიხედვით