"ბარსელონას" ფინანსური საქმეები კარგად მიდის

AutoSharing Option
გასულ სეზონში კატალონიური "ბარსელონას" ფინანსურმა ვალდებულებებმა 9.3 მილიონი ევრო შეადგინა, თუმცა კლუბი 21.4 მილიონ ევროს ვარაუდობდა.

ესპანური კლუბის ხელმძღვანელობის თქმით, შემოსავლის დამატებითმა წყაროებმა: ჩემპიონთა ლიგის მოგებამ, ახალ სპონსორთან Qatar Foundation-თან კონტრაქტმა,  ასევე "ნოუ კამპისა" და კლუბის მუზეუმის შემოსავალმა გუნდის ფინანსური მდგომარეობა გააუმჯობესა.

ფეხბურთელების გაყიდვიდან ესპანელებმა დამატებითი 44.2 მილიონი ევრო მიიღეს. შეგახსენებთ, რომ "ბარსელონამ" სატრანსფერო ბაზარზე ზლატან იბრაჰიმოვიჩი, დიმიტრი ჩიგრინსკი და მარტინეს კასერესი გაყიდა.

ცნობილია, რომ "ბარსელონამ" მთლიანი ვალის ოდენობა 430.6 მილიონიდან 363.7 მილიონამდე დაიყვანა. კლუბის ბიუჯეტი მომავალ სეზონში მოგების მიღებას
გეგმავს.

მომზადებულია Reuters-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული