დიეგო კოშტასთვის 2011 მორჩა

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკომ" ერთ დღეში ორი ფორვარდი დაკარგა - არგენტინელი სერხიო აგუერო "მანჩესტერ სიტიში" გაექცა, ხოლო ბრაზილიელმა დიეგო კოშტამ ძალიან სერიოზული ტრავმა მიიღო.

22 წლის ფეხბურთელმა მენისკი და მარჯვენა მუხლის ჯვარედინი იოგები დაიზიანა. ეს ტრავმა მან ვარჯიშზე მიიღო, ახლა დიეგო კოშტას 6 თვის განმავლობაში უფეხბურთოდ ცხოვრება მოელის. გუშინ მაგნეტიკურმა სკანირებამ დაზიანება კარგად აჩვენა, ყველაფერი ძალიან რთულად იყო, ამიტომ მას ფრემაპ-ის კლინიკაში სასწრაფოდ გაუკეთეს ოპერაცია.

"ატლეტიკოს" ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო მატჩი ჰქონდა ნორვეგიულ "სტრომგოდსეტთან" და დიეგო კოშტამ ტრავმა ამ მატჩის წინა ვარჯიშზე მიიღო.
საუკეთესო შემთხვევაში, კოშტა გუნდს ზამთრის მცირე შესვენების შემდეგ დაეხმარება, 20 იანვრიდან. სხვათა შორის, "ატლეტიკო" მას ტრანსფერზე უპირებდა დაყენებას, თუმცა აგუეროს გაქცევამ სიტუაცია კარდინალურად შეცვალა. დიეგო კოშტა სანპაულელია, თუმცა მთელი პროფესიული კარიერა მან ევროპაში გაატარა, "ატლეტიკოში" ფორვარდი "ვალიადოლიდიდან" გადავიდა.

გოდინიც ესპანელია
"ატლეტიკოს" ურუგვაელმა მცველმა დიეგო გოდინმა გუშინ ესპანეთის კონსტიტუციაზე დაიფიცა და ამ ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო. კოპა ამერიკას გამარჯვებული, რომელსაც მხოლოდ ფინალურ მატჩში მოუწია თამაში, ესპანეთის მოქალაქე პრაქტიკული მიზნით გახდა - ამით კლუბს ერთი არაევროკავშირელი ფეხბურთელის დამატების უფლება მიეცა. 25 წლის მცველი მადრიდში შარშან ამ დროს გადავიდა და მის სანაცვლოდ "ატლეტიკომ" "ვილიარეალს" 8 მილიონი ევრო გადაუხადა. სულ რამდენიმე დღის წინათ იგივე პროცედურა გაიარა მადრიდის "რეალის" ბრაზილიელმა მცველმა მარსელომ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული