"ბარსელონას" ნახევარმცველმა ტიაგო ალკანტარამ განაცხადა, რომ ძალიან კმაყოფილია თავის პროფესიულ კარიერაში განვითარებული მოვლენებით. ფეხბურთელი ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონი გახდა, კატალონიელთა რიგებში ბოლო დროს ჩატარებულ მატჩებში კი შთამბეჭდავი თამაშით გამოირჩა.
"ყოველ დილით საკუთარ თავს იმას ვეუბნები, რომ ჯერ არაფრისთვის მიმიღწევია. ამასთან, ყველაფრის მოგება მინდა, რისიც კი შეიძლება. თუმცა, აუცილებელია იმის გააზრებაც, რომ წინსვლა მხოლოდ ნაბიჯ-ნაბიჯ შეიძლება.
საბედნიეროდ, საუბრები იმაზე, თითქოს მე "ბარსელონას" დატოვება მსურს, დასრულდა და ახლა შემიძლია საკუთარ ამოცანებზე კონცენტრაცია დამშვიდებულმა მოვახდინო", - განაცხადა ფეხბურთელმა.
მომზადებულია AS-ის მიხედვით
14:09 29-07-2011
ალკანტარა: წინ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიარო
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
უძრავი ქონება
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული