უეფამ მოურინიო სანახევროდ შეიწყალა

AutoSharing Option
გუშინ უეფას შტაბბინაში "რეალის" საჩივრის განხილვა 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, "სამეფო კლუბი" ჟოზე მოურინიოს 5-მატჩიან დისკვალიფიკაციას აპროტესტებდა.

მოურინიომ სხდომა უკომენტაროდ დატოვა, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ მას სასჯელი სამ მატჩამდე ჩამოუკლეს, "განსაკუთრებულს" დისკვალიფიკაციიდან ერთი მატჩი უკვე მოხდილი აქვს (საპასუხო ნახევარფინალი "ბარსელონასთან"), ასე რომ, "რეალს" ის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ პირველ ორ ტურში დააკლდება.

შეგახსენებთ, რომ უეფამ მოურინიო ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალის შემდეგ მკვახე გამონათქვამებისთვის დასაჯა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული