"ტოტენჰემს" მატას შეძენა უნდა

AutoSharing Option
ინგლისური "ტოტენჰემი" ესპანეთის ნაკრებისა და "ვალენსიას" თავდამსხმელის ხუან მატას შეძენა სურს.

ინგლისელები 23 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ მზად არიან "ვალენსიას" 22 მილიონი ფუნტ სტერლინგი შესთავაზონ. მატას კონტრაქტი ესპანელებთან 2014 წლის ზაფხულამდე გრძელდება.

როგორც ცნობილია, "ვალენსიას" ხელმძღვანელობა ფეხბურთელის გაყიდვას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში მატამ "ვალენსიას" შემადგენლობაში 43 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 9 გოლი გაიტანა და 18 საგოლე პასი გააკეთა.

მომზადებულია Daily Mirror-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული