ესპანელი თავდამსხმელი რაული, შესაძლოა ესპანეთის ჩემპიონატში დაბრუნდეს. 34 წლის ფეხბურთელი გასულ წელს "რეალიდან" გერმანულ "შალკეში" გადავიდა. ლეგენდარული ფორვარდით ესპანური "მალაგა" დაინტერესდა.
ესპანელების ინფორმაციით, რაული "მალაგას" მთავარ მწვრთნელს და კლუბის სპორტულ დირექტორს ფერნანდო იეროს უკვე შეხვდა.
შეგახსენებთ, რომ რაულის შეძენა, ასევე "ბლექბერნს" და "ანჟის" სურს.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.