სატრანსფერო სეზონის დახურვამდე ჯერ კიდევ დრო დროა, მაგრამ "კამპ ნოუზე" ფრანსესკ ფაბრეგასის გადასვლის საქმე ადგილიდან ჯერ კიდევ არ დაძრულა. ამდენი გაურკვევლობით "ბარსელონაში" ხელმძღვანელების გარდა ფეხბურთელებიც დაიღალნენ. მათ შორისაა კაპიტანი კარლეს პუიოლიც, ვინც განაცხადა, რომ
კატალონიელები აცხადებენ, რომ თუკი კვირის ბოლომდე მოლაპარაკებები შედეგს არ გამოიღებს, ისინი პროცესს საბოლოოდ გამოეთიშებიან. თავის მხრივ, სწორედ მოლაპარაკებათა შეწყვეტის მომხრეა "არსენალი", რადგან მათ საუკეთესო ფეხბურთელთან განშორება არ უნდათ. რაც შეეხება თავად ფაბრეგასს, ფეხბურთელი ყოველგვარ კომენტარზე უარს აცხადებს.
სესკის ტრანსფერის გარდა პუიოლმა ჩვენს ესპანელ კოლეგებთან საკუთარ ჯანმრთელობაზეც ილაპარაკა. მოგეხსენებათ, მას მუხლის ტრავმა ჰქონდა, რის გამოც ლამის მთელი შვებულება მკურნალობას მოუნდა. "თავს ყოველდღიურად უფრო კარგად ვგრძნობ. ჯერჯერობით სრულად გამოჯანმრთელებაზე ლაპარაკი ნაადრევია, მაგრამ ტკივილები უკვე აღარ მაწუხებს. მალე შემეძლება ძირითად ჯგუფთან ერთად ვარჯიში. დარწმუნებული ვარ, რომ პირველი ოფიციალური მატჩისთვის მზად ვიქნები," - განაცხადა ფეხბურთელმა.
მიუნხენში "აუდის თასზე" ჯერ ბრაზილიურ "ინტერნასიონალთან", შემდეგ კი "ბაიერნთან" შეხვედრებში "ბარსაში" ახალი ვარსკვლავი გამოჩნდა. ლაპარაკია ნახევარმცველ ტიაგო ალკანტარაზე. მიუნხენის შემდეგ "ბლაუგრანამ" კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი გამართა - "მანჩესტერ იუნაიტედთან" 1:2 წააგო. ალკანტარამ ინგლისელებთანაც მშვენივრად იასპარეზა. ფეხბურთელით აღფრთოვანებას ბევრი ვეღარ მალავს. მათ შორისაა "ბარსას" დამრიგებელი პეპ გვრადიოლაც:
"ტიაგოს კარგი დრო უდგას, რადგან მისი ლამის ყველა დარტყმა კარში გადის. ის ჯერ კიდევ ძალიან პატარაა და წინ უამრავი დრო აქვს პროგრესისთვის. აუცილებელია, რომ კიდევ უფრო მეტი იმუშაოს თავის თავზე, რათა სათამაშო პრაქტიკა არ მოაკლდეს. ეჭვი არ მეპარება, რომ ის ასეც მოიქცევა".
ალკანტარას შესახებ "მარკას" ჟურნალისტებთან აღმატებული ტონით ილაპარაკა "ბარსას" უნივერსალმა სერხიო ბუსკეტსმაც:
"უსამართლობა იქნება, თუკი მასზე უკვე ახლა წავა ზეწოლა. ტიაგოსთვის ახლა პასუხისმგებლობის დაკისრება ძალიან ადრე იქნებოდა. ის ახალგაზრდა და უნიჭიერესი ფეხბურთელია. სწორედ ამიტომ სჭირდება დრო. დარწმუნებული ვარ, ორიოდე წელიწადში ის ჩვენი გუნდის წამყვანი ფეხბურთელი გახდება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"