23 წლის ფეხბურთელმა ამერიკაში "ბარსელონას" სავარჯიშო ბანაკი დატოვა და პორტუგალიაში გაემგზავრა.
ხოსეპ გვარდიოლას თქმით, ჟეფრენი გუნდს არაერთხელ დაეხმარა, თუმცა კლუბი გაგებით მოეკიდა ამ საკითხს და ფიქრობს, რომ წლოვანებიდან გამომდინარე ფეხბურთელმა უფრო მეტი დრო უნდა გაატაროს მოედანზე, რისი საშუალებაც მას კატალონიაში არ ეძლევა.
გასულ სეზონში ჟეფრენმა 13 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა.
მომზადებულია fcbarcelona.com-ის მიხედვით