დავიდ ვილია: შარშანდელი ჯილდოები წელს აღარ გვაკმაყოფილებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელმა დავიდ ვილიამ განაცხადა, რომ მიუხედავად გასულ სეზონში მოგებული ჯილდოების სიმრავლისა, კატალონიურ გუნდს ახალი გამარჯვებები სწყურია და კლუბის მუზეუმის გამდიდრებას მომავალ წელსაც გეგმავს.

ახალ სეზონში "ბარსელონას" პირველივე ტიტული შესაძლოა ესპანეთის სუპერთასი გახდეს, რომლისთვისაც მადრიდის "რეალს" 14 და 17 აგვისტოს დაეჭიდება. 26-ში კატალონიელებს უკვე უეფას სუპერთასისთვის "პორტუსთან" ბრძოლა მოუწევთ.

"ჩვენ ყველა იმ ტიტულის მოგება გვინდა, რომლებიც შარშან დავისაკუთრეთ და თუკი შევძლებთ, სხვებისაც. ესპანეთის თასზე მარცხმა ძალიან გაგვანაწყენა.

უკვე აგვისტოში ორი თასისთვის პაექრობაში ჩავებმებით და საამისოდ კარგად მომზადებულები უნდა ვიყოთ. წარმატების
მისაღწევად გუნდს კარგ სათამაშო ფორმაში ყოფნა მართებს. სეზონისწინა მომზადება საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა და ვარჯიშებზე გაწეული მძიმე სამუშაო ამ სეზონში დაგვეხმარება", - განაცხადა ვილიამ.

მომზადებულია Sport.es-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული