მესი "რეალთან" სათამაშოდ მზადაა

AutoSharing Option
"ბარსელონას" მოთამაშეები ლიონელ მესი, ხავიერ მასკერანო და დანიელ ალვეში შვებულებიდან 8 აგვისტოს გამოვლენ. ამავე დღესვე ისინი კატალონიური კლუბის შემადგენლობაში ვარჯიშს შეუდგებიან.

ესპანური გამოცემის "მარკას" თანახმად, ხსენებული სამი ფეხბურთელიდან, 14 აგვისტოს ესპანეთის სუპერთასზე მადრიდის "რეალთან" სათამაშოდ ჯერჯერობით მხოლოდ მესია მზად.

"არ გამოვრიცხავ, რომ ისინი მოედანზე უკვე 14 აგვისტოს გამოვიდნენ. ჯერ უნდა ვნახოთ, როგორ მდგომარეობაში დაბრუნდებიან ისინი შვებულებიდან", - განაცხადა გვარდიოლამ.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული