"ჩელსიმ" "ბარსელონასგან" რომეუ იყიდა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსიმ" "ბარსელონას" 19 წლის ფეხბურთელი ორიოლე რომეუ შეიძინა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა ინგლისელებთან 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ტრანსფერის თანხად 5 მილიონი ევრო სახელდება. რომეუ ახალ კლუბს მას შემდეგ შეურთდება, რაც 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრებს დაეხმარება.

ესპანელმა ფეხბურთელმა ფეხბურთის თამაში "ესპანიოლში" დაიწყო, შემდეგ 2004 წელს "ბარსელონას" აკადემიაში ჩაირიცხა და ესპანეთის მეორე დივიზიონიში კატალონიელების სარეზერვო გუნდში თამაშობდა. რომეუმ "ბარსელონას" მთავარ გუნდში ორი შეხვედრა ჩაატარა.

მომზადებულია chelseafc.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული