პუიოლი სუპერთასის შეხვედრას გამოტოვებს

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" მცველმა კარლეს პუიოლმა შესაძლოა ესპანეთის სუპერთასის შეხვედრა "რეალთან" გამოტოვოს. სუპერთასის პირველი დაპირისპირება 14 აგვისტოს მადრიდში ჩატარდება, ხოლო სამი დღის შემდეგ გუნდები ერთმანეთს უკვე " ნოუ კამპზე" შეხვდებიან.

შეგახსენებთ, რომ პუიოლს მუხლის ტრავმა აწუხებდა და ოპერაციის შემდეგ 33 წლის ფეხბურთელი დადგენილ გრაფიკზე უფრო სწრაფად გადის რეაბილიტაციას, თუმცა ესპანელმა მცველმა შეიძლება ევროპის სუპერთასის შეხვედრაც გამოტოვოს, რომელშიც "ბარსელონა" 26 აგვისტოს "პორტუს" შეხვდება.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული