გვარდიოლა: ეს მარცხი უნდა დავივიწყოთ

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ მექსიკურ "ჩივასთან" განცდილი მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ ახლო მომავალში მისი გუნდის წევრები ოპტიმალურ ფორმას მიაღწევენ.

"გუნდი გარკვეული მიზეზების გამო გრაფიკს ჩამორჩება. მჯერა ჩემი ფეხბურთელების და დარწმუნებული ვარ, სხვა ჩემპიონატებში უფრო კარგად ვითამაშებთ. მალე ესპანეთისა და ევროპის სუპერთასის შეხვედრა გველის. გუნდი მაქსიმალურად მოემზადება მატჩებისთვის, უბრალოდ, ცოტა დრო გვჭირდება. დღევანდელი მარცხი კი, რაც შეიძლება მალე უნდა დავივიწყოთ", - განაცხადა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ სუპერთასის პირველი შეხვედრა მადრიდში 14 აგვისტოს გაიმართება, ხოლო საპასუხო მატჩი სამი დღის შემდეგ "ნოუ კამპზე"
იქნება. ევროპის სუპეთასისთვის დაპირისპირება 26 აგვისტოს ჩატარდება, სადაც "ბარსელონა" "პორტუს" შეხვდება.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული