"ვილიარეალმა" კაზორლას შემცვლელი მოუძებნა

AutoSharing Option
კაზორლას ტრანსფერიდან მიღებული თანხით "ვილიარეალი" "მალიორკას" 23 წლის შემტევი ნახევარმცველის ჯონათან დე გუზმანის შეძენას გეგმავს.

ფეხბურთელს " მალიორკასთან" კონტრაქტი 2013 წლამდე აქვს დადებული, თუმცა ჯონათანს ხელშეკრულების მიხედვით უფრო ძლიერ კლუბში შეუძლია გადასვლა.

შეგახსენებთ, რომ ჯონათან დე გუზმანი "ფეინოორდის" აღზრდილია. "მალიორკას" ფეხბურთელის სანაცვლოდ 8 მილიონი ევროს მიღება უნდა, თუმცა "ვილიარეალი" ფასის დაწევას 6 მილიონ ევრომდე გეგმავს.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული