"გაცვლის გარიგებაზე არაფერი გამიგია. კლუბში ამის თაობაზე ჩემთან არავის ულაპარაკია. ნებისმიერ შემთხვევაში კლუბში ვრჩები და მადრიდის დატოვებას არ ვაპირებ. სრულიად მზად ვარ, რომ ჩემს გუნდს ახალ სეზონში ბოლომდე დავეხმარო", - განაცხადა ალბიოლმა.
შეგახსენებთ, რომ ადებაიორი მადრიდიდან დაბრუნების შემდეგ ინგლისელებთან ერთად ტურნეში გაემგზავრა და პროტესტის ნიშნად გუნდთან ერთად არ ივარჯიშა. ფეხბურთელის მიერ "სიტის" დატოვება სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე არის მოსალოდნელი.
მომზადებულია Cadena Ser-ის მიხედვით