"გუნდი ფიზიკურად ბოლომდე მზად არ არის. მადრიდელებმა ჩვენგან განსხვავებით ახალი სეზონისთვის მზადება ერთად გაიარეს. რა თქმა უნდა ჩვენ ვეცდებით "სანტიაგო ბერნაბეუზე" სასურველ შედეგს მივაღწიოთ და საპასუხო შეხვედრაში უკვე ტიტული მოვიპოვოთ", - განაცხადა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სუპერთასის შეხვედრა 14 და 17 აგვისტოს გაიმართება, სადაც ერთმანეთს მადრიდის "რეალი" და კატალონიის "ბარსელონა" შეხვდებიან.
მომზადებულია AS-ის მიხედვით