"რეალი" ადებაიორში 10 მილიონზე მეტს არ გადაიხდის

AutoSharing Option
"რეალის" მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელის ემანუელ ადებაიორის შეძენა სურს.

ესპანურმა კლუბმა "სანტოსის" თავდამსხმელის ნეიმარის შეძენა ვერ მოახერხა, ამიტომ მოურინიო გუნდში მესამე ფორვარდის პოზიციაზე კანდიდატს ეძებს.

"ქალაქელები" ტოგოელი მოთამაშის სანაცვლოდ 16 მილიონ ევროს ითხოვენ, "რეალს" კი 10 მილიონზე მეტის გადახდა არ სურს. ამას გარდა, ადებაიორს ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირება ელის.

მომზადებულია Sport.es-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული