კლუბი ამ შეკითხვაზე პასუხს არ იძლევა, სამაგიეროდ, ნაირნაირი ვერსიები აქვთ გაზეთებს. მაგალითად "ა ბოლა" ამტკიცებს, რომ "განსაკუთრებულმა" "პორტუს" კოლუმბიელი ნახევარმცველის ფრედი გუარინის შეძენა მოისურვა და პორტუგალიის ჩემპიონს 30 მილიონ ევროს სთავაზობს. სწორედ ეს თანხაა გათვალისწინებული ფეხბურთელის კონტრაქტშიც. შეგახსენებთ, რომ გუარინით "ინტერი" და "ჩელსიც" არიან დაინტერესებულნი.
"რეალის" თურქი ახალწვეულის ნური შაჰინის გამოჯანმრთელებას საშველი არ დაადგა. ექიმების განცხადებით, ის
ახლა ორიოდე სიტყვა "რეალიდან" წამსვლელებზეც ვთქვათ. ერთ-ერთი ასეთი ფერნანდო გაგოა. ესპანური პრესა წერდა, რომ არგენტინელი "ბოკა ხუნიორსში" აპირებდა გადასვლას. ფეხბურთელის აგენტმა მარსელო ლომბილიამ ამ ეტაპზე ფერნანდოს სამშობლოში დაბრუნების შანსი გამორიცხა. მოურინიოს მოსვლის შემდეგ გაგოს სათამაშო პრაქტიკა საერთოდ აღარ აქვს, რაც მის სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს, შესაბამისად, გასაგებია მისი სურვილი, "რეალიდან" უკანმოუხედავად გაიქცეს.
ინგლისური პრესა წერს, რომ "ტოტენჰემი" ალბათ მომავალ კვირაში გააფორმებს "რეალის" ფრანგი საყრდენის ლასანა დიარას ტრანსფერს. მადრიდელები თავდაპირველად 20 მილიონ ევროს ითხოვდნენ. ამ თანხის გადახდა ყველა მსურველმა იუარა.
უცნობია, რამდენს იხდიან "დეზები", მაგრამ კულუარულ ინფორმაციას თუ ვენდობით, ლონდონელებმა "რეალს" წინასთან შედარებით გაუმჯობესებული წინადადება შესთავაზეს. კურიოზული სიტუაციაა, მაგრამ ვერც იმას გეტყვით, "ტოტენჰემი" პირველ ჯერზე რამდენს სთავაზობდა, რათა წარმოვიდგინოთ, რას ნიშნავს "გაუმჯობესებული წინადადება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"