პარასკევს ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის, ხოლო გუნდს სამშაბათს შეურთდება. "გალათასარაის" ფეხბურთელი ესპანელებმა 12 მილიონ ევროდ შეიძინეს.
2004 წლიდან მოყოლებული სტამბულის კლუბში თურანმა 184 შეხვედრაში 45 გოლი გაიტანა და გუნდთან ერთად თურქეთის ჩემპიონი 2-ჯერ გახდა. ნაკრების მაისურით ფეხბურთელმა 45 მატჩი გამართა და მეტოქეთა კარი 9-ჯერ აიღო.
მომზადებულია AP-ის მიხედვით