ტორესს ტვინის შერყევა აქვს

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების და "ჩელსის" თავდამსხმელს ფერნანდო ტორესს, რომელმაც იტალიასთან ამხანაგური მატჩის 15-ე წუთზე მოედანი დატოვა, ტვინის შერყევა აქვს.

გუნდის ექიმების თქმით, ფორვარდს ცნობიერება არ დაუკარგავს, მაგრამ მსუბუქად დეზორიენტირებული იყო. მომხდარის შემდეგ მოთამაშე ბარის ერთერთ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც სამედიცინო ტესტები გაიარა, კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩათვლით.

რაც შეეხება "ბარსელონას" მცველს ჟერარდ პიკეს, რომელიც გუშინდელ შეხვედრაში ასევე დაშავდა, მისი შეცვლა სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილება იყო. მათ პიკეს ჯანმრთელობის რისკის ფასად თამაში არ დაუშვეს. ფეხბურთელი მარჯვენა ფეხის კუნთების ტკივილს ჯერ კიდევ მატჩის დაწყებამდე გრძნობდა, მაგრამ მცველების
უკმარისობის გამო იძულებული იყო მოედანზე გამოსულიყო. სამშაბათს ვარჯიშზე ძლიერი დარტყმის გამო მწყობრიდან იგნასიო მონრეალი გამოვიდა.

პიკემ 45 წუთი ითამაშა რის შემდეგაც ჟესტით ანიშნა, რომ ტკივილი გაუძლიერდა და შეცვალეს.

ომზადებულია AS-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული